ოსუმი არის ინოვაციური რობოტი, რომელიც დეზინფექცია-სტერილიზაციასა და
დეოდორაციას უტარებს ჰაერსა და სხვადასხვა ზედაპირებს ოზონის, ჰაერის
დამატენიანებლისა და ულტრაიისფერი სხივების საშუალებით.
რობოტს ასევე შეუძლია წყლის დეზინფიცირება, ოზონით ბარბოტაჟის პრინციპით სურსათისა და სასმელი წყლის დეზინფექცია. რობოტის მოხმარების არეალი არის დახურული სივრცეები, იმართება დისტანციურად.
აღნიშნულ რობოტს აქვს ვიდეო კონტროლი და ხმოვანი გადაცემა. რეკომენდირებულია სამედიცინო დაწესებულებებში, ინფექციური რისკის მქონე პაციენტებთან, მედპესონალის ხშირი კონტაქტის შეზღუდვის მიზნით, მედიკამენტების, სხვადასხვა ინვენტარის მიწოდების საშუალებით და მათთან კომუნიკაცია ვიდეო თვალისა და სპიკერის მეშვეობით.
რობოტის უნივერსალური ფუნქციონალი იძლევა საშუალებას დეზინფექცია სტერილიზაციის გარდა მოახდინოს ჰაერის გაწმენდა საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში იმ პერიოდებში როდესაც ადამიანები იმყოფებიან დასამუშავებელ სივრცეებში. რობოტის ყველა ფუნქცია და მოხმარების წესები შემუშავებულია ევრო სტანდარტებისა და ევრო დირექტივების შესაბამისად. რაც გარანტიას იძლევა მოწყობილობის უსაფრთხოებასა და უვნებლობაზე.
ოსუმის მთავარი უპირატესობაა რამოდენიმე სადეზინფექციო მეთოდების ერთ მოწყონილობაში ინტეგრირება და შემოთავაზებული მოწყობილობის დისტანციური მართვა, ჩვენს მიერ შემუშავებული ალგორითმით, რაც საშუალებას იძლება ადამიანის უშუალო კონთაქტის გარეშე დახურულ სივრცეებში ჩატარდეს ჰაერისა და სხვადასხვა ზედაპირების დეზინფექცია, სტერილიზაცია, ასევე ნარჩენი კონცენტრაციის უტილიზაცია რაც სხვა ცნობილ მოწყობილობებს არ გააჩნიათიათ.
იმის გათვალისწინებით რომ პანდემიისა და სეზონური ვირუსებისაგან გამომწვევი მძიმე შედეგები იქცა ყოველდღიურობად მთელს მსოფლიოში, შესაბამისად ბაზრის მოცულობა მზარდია და ამ ტიპის მოწყობილობები მოთხოვნადია. მოწყობილობა შეესაამება ISO/IEC 17050-1:2006 დეკლარაციას “დეკლარაცია შესაბამის შესახებ“ რაც ადასტურებს რომ რობოტი შესრულებულია ევრო სტანდარტებითა და ევრო დირექტივების შესაბამისად, ასევე ლუგარის ლაბორატორიის მიერ გაცემული დოკუმენტით რომ რობოტი „Osumy” ეფექტურად ანადგურებს ბაქტერიებს
რობოტის უნივერსალური ფუნქციონალი იძლევა საშუალებას დეზინფექცია სტერილიზაციის გარდა მოახდინოს ჰაერის გაწმენდა საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში იმ პერიოდებში როდესაც ადამიანები იმყოფებიან დასამუშავებელ სივრცეებში.
რობოტის ყველა ფუნქცია და მოხმარების წესები შემუშავებულია ევრო სტანდარტებისა და ევრო დირექტივების შესაბამისად. რაც გარანტიას იძლევა მოწყობილობის უსაფრთხოებასა და უვნებლობაზე.
ჩვენი მეთოდი გამორიცხავს ადამიანის ჯამრთელობის შესაძლო რისკებს სხვა სადეზინფექციო სამუშაოებთან შედარებით. ხოლო იმ შემთხვევში როდესაც ადამიანები იმყოფებიან დახურულ სივრცეებში, ჩვენი მოწყობილობა ჩვენს მიერ შემუშავებული რეჟით ახდენს ჰაერის, იატაკის და სხვა ზედაპირების დეზინფექციას, შესაბამისად გარემო სივრცის გაჯანსაღებას. კონცენტრაციის ნარჩენები უტილიზირდება ჩვენი ტენოლოგიით შექმნილი კაპსულა ფილტრით, რომლეშიც მოთავსებულია ნანოვერცხლით დაფენილი აქტივირებილი ნახშირი.