logo

Irnero

info@irnero.ge
+995598913000
 

სმარტ ფანჯარა

ჩვენი პროდუქტები

Irnero

Irnero S

Irnero Standart

ვიტრაჟული ფანჯარა ინტეგრირებული თვითმწმენდისა & ვენტილაციის
მექანიზმით.

Irnero O3

Irnero Ozonator

ვიტრაჟული ფანჯარა ინტეგრირებული თვითმწმენდისა & ვენტილაციის
მექანიზმით. მოდელი უზრუნველყოფს ჰაერის ოზონით გამდიდრებას.

Irnero CC

Irnero Clever Care

ვიტრაჟული ფანჯარა ინტეგრირებული
თვითმწმენდისა & ვენტილაციის
მექანიზმით. მოდელი მომხმარებლის
მოთხოვნისამებრ შესაძლებელია
აღიჭურვოს გარემო ფაქტორების
აღმქმნელი სენსორებით. CO სენსორი
და სხვა.

პროდუქტის აღწერა

Irnero

ვიტრაჟული ფანჯარა

ვიტრაჟული ტიპის ფანჯრები გამოიყენება როგორც საოფისედ, ასევე
საცხოვრებელი ფართებისთვის. ვიტრაჟული ფაქნჯარა უმეტესწილად
ფიქსირებულია და არ გააჩნია ვენტილაციის შესაძლებლობა, რადგან მსგავსი
მექანიზმი საკმაოდ ძვირია.
ვიტრაჟულ ფანჯარას სტანდარტულისაგან განასხვავებს წვრილი ჩარჩო და
დიდი ზომის მინა, რომელიც ოთახში მეტი გარე სინათლის შემოშვების
საშუალებას იძლევა. ცხადია, მსგავსი ტიპის ფანჯარა თანამედროვე დიზაინის
სტანდარტებს მეტად შეესაბამება.

პროდუქტის დეტალური ინფორმაცია

Irnero

K2 – ალუმინის პროფილი ჭკვიანი სისტემით

K1 – სტანდარტული ალუმინის ვიტრაჟული ფანჯარა

მაქსიმალური სიგანე: 1.8 მ
მაქსიმალური სიმაღლე: 3 მ
ალუმინის ხარისხი: პრემიუმ კლასი– 6063
პროფილი არის თერმოხიდებით
სისტემისთვის საჭირო ძაბვა: 12 ვოლტი
საჭირო სიმძლავრე: 24 ვატი
იმართება: აპლიკაციის & მართვის პულტის მეშვეობით
2 წლიანი გარანტია თვითმწმენდ მექანიზმზე
მინა–პაკეტის არჩევა შეუძლია დამკვეთს
სითხის ავზი ინდივიდუალურია და მოთავსებულია
ვიტრაჟში, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში
შესაძლებელია ცენტრალური ავზის გარეთ
დამონტაჟება.

ვიტრაჟული ფანჯარა ინტეგრირებული თვითმწმენდისა & ვენტილაციის მექანიზმით
iRNERO მრავალფუნქციური ვიტრაჟული ფანჯარა შედგება ორ ნაწილიანი ჩარჩოსგან

პირველი ნაწილი სტანდარტული ალუმინის
ჩარჩოა, ხოლო მეორე ნაწილში განთავსებულია
თვითმწმენდი მექანიზმი და სავენტილაციო
სისტემა, რომელიც უნიკალურია და
წარმოადგენს კომპანიის გამოგონებას.

პროდუქტის სპეციფიკაცია

Irnero

საჭიროებები & ჩანაცვლება

ჩარჩოს ზედა ნაწილში განთავსებულია როგორც საწმენდი ასევე
სავენტილაციო სისტემის პლატა, ძრავი და სხვა საჭირო დეტალები.
მექანიზმის ცვეთადი ნაწილების გამოცვლა ძალიან მარტივია. ყველა
ნაწილის შეცვლა შესაძლებელია ოთახის შიდა მხრიდან. მოცემული
სისტემა ახდენს ოპერატიულობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის
დემონსტრირებას, რადგან არ საჭიროებს ძვირადღირებული
სპეციალისტების მომსახურებას.
საწმენდი სითხე განთავსებულია ჩარჩოში მოთავსებულ ავზში.
ფანჯრის კვადრატულობა განსაზღვრავს გამოსაყენებელი სითხის
მოცულობას. ავზში მოთავსებული სითხე უზრუნველყოფს 6-8
გაწმენდას.

iRNERO ვიტრაჟული ფანჯრის უპირატესობები

მომხმარებელს შეეძლება წმენდაში დაზოგოს მატერიალური ხარჯები

ფერისა და დიზაინის მრავალფეროვნება

ინოვაციური

ინტეგრირებული თვითმწმენდი მექანიზმი, რათა თავიდან იქნას აცილებული საფრთხის შემცველი
სამუშაოების რისკი და წმენდასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები.

მარტივად მართვადი. არ საჭიროებს ძვირადღირებულ საწმენდ კომპანიებს. დაიწყეთ წმენდა
დისტანციურად.

ოფიციალური გარანტია კომპანიისგან

ყველა ნაწილის შეცვლა შესაძლებელია შიდა
მხრიდან

უსაფრთხო

ინტეგრირებული ვენტილაციის სისტემა დამატებითი
ძვირადღირებული მომსახურების ნაცვლად

თვითმწმენდი მექანიზმი

Irnero

თვითმწმენდი მექანიზმი 100%–ით წმენდს შუშას მინიმალურ დროში.
სამართავი პულტის ან აპლიკაციის მეშვეობით ხდება სითხის მისხურება და
შემდეგ მინის მწმენდი ავტომატურ რეჟიმში იწყებს მუშაობას.
ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით, გამოირიცხება ადამიანის უშუალო
კონტაქტი მინასთან, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულეები,
რისკები და ხარჯები.
კომპანიის ინოვაციური თვითმწმენდი მექანიზმი და სავენტილაციო სისტემა
არის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სხვა წარმოებულ ვიტრაჟულ
ფანჯრებთან შედარებით.

ვენტილაციის სისტემა

Irnero

ვენტილაცია

ავღნიშნავთ, რომ გადავჭერით ვენტილაციის პრობლემა ძალიან იაფი და სანდო
საშუალებით. ვიტრაჟული ფანჯრის ჩარჩოს ზედა ნაწილში, ჩამონტაჟებულია
სავენტილაციო სისტემა, რომელიც იმართება,როგორც აპლიკაციის, ასევე
დისტანციური მართვის პულტის საშუალებით.
შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დროით სავენტილაციო სისტემის ღია
მდგომარეობაში დატოვება.

ვენტილაციის სისტემის უპირატესობები

Irnero

კომპანიის მიერ შემუშავებული ვენტილაციის სისტემა, აღმოფხვრის ძვირადღირებული სავენტილაციო სისტემის საჭიროებას.

არ შემოდის ხმაური

დაცულია მწერებისგან

არ მოქმედებს ნალექი და მტვერი

უსაფრთხოა