კომპანია დაფუძნდა 2018 წლის 23 მარტს, სახელწოდებით შპს „ვინტექპრო“, ხოლო 2019 წლის 14 მარტს, რებრენდინგის შედეგად კომპანიას შეეცვალა სახელი და ამჟამად ოპერირებს როგორც შპს „ირნერო“. ბაზარზე კომპანია არის ინოვატორი ალუმინის კარ-ფანჯრების წარმოებით, რომელიც აღჭურვილია თვითმწმენდი მექანიზმითა და ვენტილაციის სისტემით. ასევე ბაზარს სთავაზობს მზის პანელების ინოვაციურ თვითწმენდ მექნიზმს. „ირნერო“ სთავაზობს ბაზარს წყლისა და ჰაერის მაოზონირებელ მოწყობილობებს.
კომპნია „ირნერო“ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებისა და მემორანდუმების ფარგლებში თანამშრომლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან და მასში შემავალ რამოდენიმე ინსტიტუტთან. კომპანიაში ჩამოაყალიბა სამეცნიერო-საინჟინრო ჯგუფი, სადაც შედიან სხვადასხვა დარგის კვალიფიციური და დიდი გამოცდილების სპეციალისტები, კომპანია „ირნეროს“ პრიორიტეტია ეკოლოგია და უსაფრთხო გარემო.