logo

Irnero

info@irnero.ge
+995598913000

ოზონი

Irnero

ოზონი მსოფლიოში მიღებულია როგორც ყველაზე თანამედროვე და ეფექტური საშუალება  ბაქტერიებთან, ვირუსებთან, სოკოვან და სხვა მავნებლებთან ბრძოლისათვის. ოზონი როგორც სადეზინფექციო საშუალება 3000 ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე ქლორი. ასევე დეტოქსიკაციის საუკეთესო საშუალებაა და ანტიალერგენია. მსოფლიო პრაქტიკაა წყლისა  და ჰაერის ოზონონატორების გამოიყენება სადეზინფექციოთ სამედიცინო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ავტოტრანსპორტში, საზოგადოების თავშეყრის დახურულ სივცეებში, ქიმწმენდის სერვისებში, რესტორნებში.  ოზონატორების გამოყენებით ყველანაირი სუნებისაგან, ბაქტერიებისაგან, ვირუსებისაგან, მიკროორგანიზმებისაგან და სხვა მავნებლებისაგან ჰაერი და წყალი იწმინდება ყოველგვარი დანამატების გარეშე როგორიცაა ქლორი, ბრომი და სხვა.

მაგალითისთვის ავიღოთ სკოლები, ბაღები და სხვა სასწავლო დაწესებულებები. ყოველ წელს განსაკუთრებით შემოდგომაგაზაფხულის პერიოდში, მაშინ როდესაც სასწავლო  პროცესი აქტიურ ფაზაშია, ეს დაწესებულებები ხდება ვირუსებისა და ბაქტერიების  გავრცელების რისკლოკაციებად, და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს  უწევს ამის გამო სასწავლო პროცესების შეწყვეტა. ესეთივე რისკსადგილებად მიიჩნევა საზოგადოებრივი  ავტოტრანსპორტი, სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები, მეტრო, ტაქსი და საქალაქთაშორისო  მატარებლები, რესტორნები, კაფეები.

ozone-and-air-purifiers-1200x580

სამრეწველო ოზონატორები

Irnero

ozonatori

კომპანია “ირნერო” გთავაზობთ წყლისა და ჰაერის მაოზონირებელი სისტემების მოწყობას რესტორნების , კაფეების, კლუბებოს, სამედიცინო დაწესებულებების  და საწარმოებოს სავენტილაციო სისტემებში. ჰაერის ოზონატორების საშუალებით თქვენ მოაგვარებთ სამზარეულოში, დარბაზებში, კუპეებში და საპირფარეშოებში დაბუდებულ სხვადასხვა არასასიამოვნო სუნების თუ “არომატების” პრობლემებს. ჩვენს მიერ შეთავაზებული მაოზონირებელი მოწყობილობის  მოხმარების შედეგად მიიღებთ მიკროორგანიზმებისაგან, ბაქტერიებისაგან, სუნებისაგან იდეალურად გაწმენდილ სუფთა ჰაერს და ჯანსაღ გარემოს, გამდიდრებულს ჟანგბადით და არა შენიღბულს სხვადასხვა ბრენდული თუ გაპიარებული არომატებით გაჯერებული ჰაერის სუნამოებით რომლებიც ხშირ შემთხვევაში ალერგიულია. წყლის სისტემური თუ პორტატული ოზონატორით შესაძლებელი ხდება სამზარეულოს თუ სამედიცინო და სხვა  ტენიკური ინვენტარის სრული დეზინფექცია, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ჩვენი ოზონატორებით წყალი იწმინდება მიკროორგანიზმებისაგან, სხვადასხვა ბაქტერიებისაგან, სოკოვანი დაავადებისაგან  და შედეგად ვღებულობთ იდეალურ სუფთა სასმელ წყალს გამდირებულს ჟანგბადით.

Water-ozonator

Irnero

ოზონატორის საშუალებით წყალი 99,99%-ით  იწმინდება ყოველგვარი ვირუსებისაგან, ბაქტერიებისაგან,  სოკოვანი დაავადებებისაგან, მიკროორგანიზმებისაგან.

კომპანია“ირნერო“გთავაზობთ ოზონატორებს რომლებიც  დამონტაჟდება საცურაო აუზებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში  და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ან ნებისმიერ თქვენს დაქვემდებარებაში თუ მომსახურებაში მყოფ დაწესებულებაში .  შედეგად მივიღებთ იდეალურად სუფთა სასმელ წყალს გამდიდრებულს ჟანგბადით.

Air ozone

Irnero

ოზონატორის საშუალებით ჰაერი 99.99% -ით იწმინდება ვირუსებისაგან, ბაქტერიებისაგან, მიკრორგანიზმებისაგან, არასასიამოვნო სუნისაგან და სხვადასხვა  სპეციფიური სუნებისაგან (საპირფარეშოებში, სასდილოებში, აუდიტორიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა). კომპანია „ირნერო“ გთავაზობთ ჩვენი ოზონატორებით ჰაერის იდეალურ წმენდას და  დეზინფექციას სკოლებში, საბავშვო ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სასტომროებში, რესტორნებში, ადმინისთრაციულ დაწესებულებებში და სხვა დახურულ სივრცეებში. რის შედეგადაც დაოზონირებულ სივრცეში მიიღებთ სუფთა ჰაერს გამდიდრებილს  ჟანგბადით და ჯანსაღ გარემოს.

პროდუქტის ხარისხი

Irnero

ჩვენი ოზონატორები შექმნილია ყველა ევროსტანდარტების დაცვით. კომპანია „ირნერო“   უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხს, გარანტიით. არ საჭიროებს სპეციალურად გადამზადებულ მომსახურე პერსონალს.

მსოფლიო ბაზარზე არსებულ ბრენდულ ოზნატორებთან შედარებით ჩვენი მაოზონირებელი მოწყობილობები განირჩევიან მაოზონირებელი ელემენტების მდგრადობით და დაბალი  ენერგო დანახარჯებით. რაშიც მდგომარეობს ჩვენი ნოუ-ჰაუ. ხოლო ფასი 40-50% ნაკლებია  ვიდრე მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული ოზონატორები.